აჭარის საპატრულო პოლიციას დავით მიქიაშვილი უხელმძღვანელებს

04 თებერვალი 2019, 00:00 4499 ნახვა

აჭარის საპატრულო პოლიციას დავით მიქიაშვილი უხელმძღვანელებს. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ახალი ხელმძღვანელი უფლებამოსილების განხორციელებას უკვე შეუდგა. 

დავით მიქიაშვილი მანამდე მცხეთა-მთიანეთის საპატრულო სამსახურის უფროსი იყო. უფრო ადრე კი, თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობდა.  

აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის პოსტი რამდენიმე დღეა ვაკანტურია. მიმდინარე წლის 31 იანვარს მოქმედი  ხელმძღვანელი მიხეილ დილიმაშვილი საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. 

თემურ კუპატაძემ როტაციის პრინციპით,  შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა. იგი დეპარტამენტის უფროსის პოსტზე 2017 წლის 23 ნოემბერს დაინიშნა. 

ამავე კატეგორიაში