ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი და ოჯახები ზარალის ანაზღაურების მოლოდინში

04 თებერვალი 2019, 00:00 2326 ნახვა

მთავარში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ მახვილაურში შემოვლითი გზის სამუშაოების შესასწავლად ადგილზე საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ეს ის მონაკვეთია სადაც, ადგილობრივების თქმით კლდოვანი მასის ჩამოსაშლელად აფეთქებები გახდა საჭირო, აფეთქებების გამო კი სახლები დაიბზარა.

დღესვე ვიმყოფებოდით მახინჯაურშიც, სადაც ხის გადატანის პარალელურად ერთ-ერთი ტურისტული ადგილი შარშან გადათხარეს, დაშალეს სახლებიც, აღმოჩნდა რომ იქ ქვეკონტრაქტორი კომპანია ტერიტორიის გასაწმენდად დღეს შევიდა. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის სხვა დეტალების გარკვევას მთელი დღეა ვცდილობთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში, თუმცა უწყების პრესსამსახურმა პროექტი დღის ბოლომდე არ მოგვაწოდა, ამასთან არ გამოინახა პასუხისმგებელი პირი, რომელიც რამდენიმემილიონიან მშენებლობაზე ჩვენს შეკითხვებს უპასუხებდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში