ბერიძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია - საგანგებო სამსახური

05 თებერვალი 2019, 00:00 2555 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში ბერიძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. 

ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. 

საგანგებო სამსახურის ცნობით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

ფოტო:  გიული ბერიძე

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში