''ღირებულებებით ძალიან დავშორდით ერთმანეთს'' - გედევან ფოფხაძე უმრავლესობის დატოვებაზე

05 თებერვალი 2019, 00:00 1279 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების საკითხზე გადაწყვეტილებას, მეგობრებთან ერთად მიიღებს. 

''მგონია, რომ ღირებულებებით ძალიან დავშორდით ერთმანეთს'' - უთხრა ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას დეპუტატმა. 

გედევან ფოფხაძეს არ დაუკონკრეტებია, ამ ეტაპზე აპირებს თუ არა გუნდის დატოვებას. 

დეპუტატმა დღეს მოსამართლეთა სიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ პროცესების სანდოობა უმნიშვნელოვანესია.

''მე მინდა ახლავე დავაფიქსირო ჩემი უნდობლობა იმ პროცესისადმი, რომელიც სასამართლოსთან მიმართებაში მიდის. ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს პროცესი თავისი სანდოობით უნდა იყოს უზრუნველყოფილი სწორედ პერსონალიების დონეზე. პარლამენტში, ისეთი ადამიანების ხელში არ უნდა ჩავარდეს, რომლებიც  თავიდანვე მზად იყვნენ, იმ 10 კაციანი სიისთვის მხარი დაეჭირათ'' - ამბობს დეპუტატი. 

ამავე კატეგორიაში