ქობულეთის 27 ბაღში ხორცს ლაბორატორიული შემოწმების გარეშე იღებდნენ - აუდიტის დასკვნა 

05 თებერვალი 2019, 00:00 1906 ნახვა

 ხარვეზები და ნაკლოვანებები გამოავლინა აუდიტის სამსახურმა ქობულეთის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობაში. აუდიტი მიუთითებს, რომ პროგრამები არასათანადოდაა შედგენილი და ვერ ხერხდება საბოლოო შედეგების ეფექტიანობის გაზომვა.

მითითებულია, რომ ბაღების მშენებლობის დასრულების შემდეგ არ განხორციელდა არსებული ხარვეზების დროულად გამოვლენა, ამასთან პასუხისმგებელ პირებს არ მიუმართავთ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორების მოთხოვნით. ბაღებთან მიმართებით ერთ-ერთი ხაზგასასმელი საკითხი კვებას ეხება - აღმოჩნდა რომ 2017 წელს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვების პროდუქტები სათანადო ლაბორატორიული შემოწმების გარეშე იყო მიღებული.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში