რამდენიმე დღეში მიიღებს ეკა ბესელია გადაწყვეტილებას დარჩება თუ არა ''ქართულ ოცნებაში''

06 თებერვალი 2019, 00:00 1755 ნახვა

რამდენიმე დღეში მიიღებს ეკა ბესელია გადაწყვეტილებას დარჩება თუ არა ''ქართულ ოცნებაში''. ეს განცხადება დეპუტატმა  უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ალბათ, დადგა და მომწიფდა ის ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ღირებულებებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით, ჩვენ ერთ პოზიციაზე ვახერხებთ, რომ დავინახოთ ერთიანი სვლა თუ ვერა. ეს ეტაპი უკვე დღეს დავინახე, რომ ძალიან ახლოს მოვიდა. ამიტომ, სწორედ იქიდან გამომდინარე, არ მინდა რაიმე ჩვენი ნაბიჯით ხელი შევუწყო სააკაშვილის და მისი ძალადობრივი რეჟიმის რეანიმირებას და მის მობრუნებას 2012 წელს. არ მინდა იმ ძალადობრივ სისტემას მივცეთ რაიმე შანსი, რომ მოტრიალდეს და ისევ აიღოს ხელში ძალაუფლება. ამიტომ, მგონია, რომ უნდა დავინახოთ ჩვენი შემდეგი ნაბიჯები როგორი უნდა იყოს. მე, პირადად, ავიღებდი რამდენიმე დღეს მაინც იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო - ჩვენ შევძლებთ თუ ვერა ამ ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებას და ერთად გაგრძელებას, ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“, იმ პარტიას, რომლის დამფუძნებელიც ვარ. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური პროცესია, მაგრამ არის გადაწყვეტილების ეტაპი“,- განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატები ამ წუთებში მედიასთან კომენტარებს აკეთებენ. ''ქართული ოცნების'' ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დილიდან მიმდინარეობდა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში