7 წელია ქედაში სტადიონის მოწესრიგებას ითხოვენ

06 თებერვალი 2019, 00:00 1705 ნახვა

სპორტული ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი ქედის რამდენიმე სოფელში. მათ შორის პირველ მაისსა და ახოში. მოედნები უფუნქციოა განსაკუთრებით ზამთარში, მაშინ როდესაც ტერიტორია იტბორება. დაზიანებულია რკინისა და ხის კონსტრუქციებიც.

ქედის მერიას სტადიონების რეაბილიტაციისთვის წელს ბიუჯეტში 158 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ დაბა ქედის სტადიონის რეაბილიტაციაა დაწყებული. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში