მოსწავლე არ უნდა იყოს ორიენტირებული იმ გამოცდაზე, რომელიც სკოლებს ბოლო კლასებში გვიცარიელებს - განათლების მინისტრი

07 თებერვალი 2019, 00:00 1814 ნახვა

საქართველოს განათლების მინისტრმა პარლამენტს 2018 წლის საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. მიხეილ ბატიაშვილმა უკვე გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა სკოლაში დაგეგმილ ცვლილებებზე და თქვა, რომ   სკოლის ახალი მოდელი გულისხმობს სკოლების ავტონომიასა და დეცენტრალიზაციას. მისი გაცხადებით,  მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო  საგაკვეთილო პროცესში და სისტემა უნდა გადავიდეს ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა, წიგნიერება.

მისივე ინფორმაციით, სექტემბრიდან  პედაგოგების ანაზღაურება გაიზრდება, კონკრეტულ  გეგმას კი უწყება   მაისში   წარადგენს.  მინისტრის თქმით, პედაგოგი ნაკლებ დროს უნდა ხარჯავდეს ბიუროკრატიაზე და მეტ დროს შემოქმედებით მიდგომაზე. მიხეილ ბატიაშვილი  მე-11 და  მე-12 კლასებში გაუქმებულ გამოცდებსაც  შეეხო. 

ამავე კატეგორიაში