უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა

07 თებერვალი 2019, 00:00 1754 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინა.  გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულების  სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოიღეს სარეალიზაციოდ  განკუთვნილი 2 ათას  31 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო სიგარეტი.  მათი  საერთო საბაზრო ღირებულება 14 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით და  4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 

ამავე კატეგორიაში