ხურვალეთთან რუსი ოკუპანტები რკინის კონსტრუქციებს აგებენ

07 თებერვალი 2019, 00:00 1491 ნახვა

ხურვალეთში ოკუპანტები სათვალთვალო კოშკს ამონტაჟებენ.  დღეს დილიდან ტერიტორიას ასუფთავებენ და  ბეტონით აპირკეთებენ. რის შესახებაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქმის კურსშია.

უწყების განმარტებით, ეს საკითხი მწვავედ დადგება ხვალ ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ე.წ. საგუშაგოები და მავთულხლართები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანების წინააღმდეგ გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლაა.

ადგილობრივი მოსახლეობა საფრთხეებზე საუბრობს. ისინი ვარაუდობენ, რომ თავიანთ ბაღებთან მისვლაზე პრობლემები შეექმნებათ. 

ამავე კატეგორიაში