ბორჯომი ისევ დაისეტყვა

05 აგვისტო 2016, 00:00 4539 ნახვა

ბორჯომში დღეს კიდევ დაისეტყვა. ამ ეტაპზე საავტომობილო გზებზე ყოველგვარი შეზღუდვა მოხსნილია. გამგებლის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად სრულად გაიწმინდა პლატოზე არსებული საავტომობილო გზა, შესაბამისად გადაადგილება თავისუფალია სოფლების სადგერისა და ცემის მიმართულებით. ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს წაღვერისა და ბაკურიანის მიმართულებითაც. ასევე გაიხსნა ცენტრალური პარკის დასასვენებელი ზონა. დამსვენებელს მინერალური წყლით სარგებლობა თავისუფლად შეუძლიათ. ამ ეტაპზე უსაფრთხოების მიზნით, შეზღუდვა მხოლოდ პარკის გარკვეულ მონაკვეთზე მოქმედებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში სტიქიით მიყენებული ზარალი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება

ამავე კატეგორიაში