ქვის ლოდი - საფრთხე სოფლისთვის

07 თებერვალი 2019, 00:00 2398 ნახვა

საფრთხე, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტში ერთ ოჯახს, სკოლას, შესაბამისად მოზარდებს და სამედიცინო პუნქტს ემუქრება - სოფელ პირველ მაისში ქადიძეების სახლთან ახლოს კლდოვან ფერდობზე ლოდები ისეა დახრილი რომ მარტივად შესამჩნევია მოსალოდნელი საფრთხე.

ოჯახი შიშობს ძლიერი წვიმისას პროცესი არ გააქტიურდეს. ვითარება გეოლოგებმა გასული წლის ბოლოს შეისწავლეს - მთავარი რეკომენდაცია ქვის ლოდის მექანიკური დაშლაა. თემაზე, რომელიც ადგილობრივების თქმით სწრაფ რეაგირებას საჭიროებს, მერიაში ამბობენ, რომ თანხა არ აქვთ.

ადგილობრივ მთავრობაში პრობლემის შესახებ შარშანაც იცოდნენ, თუმცა ლოდის დაშლის, ან გამაგრებისთვის ბიუჯეტში თანხა არც გასულ წელს ჰქონდათ.  მერია დაცდას ითხოვს მარტამდე, ადგილობრივ მთავრობას ბიუჯეტის კორექტირებისას აქვს იმედი რომ სახსრებს გამონახავს.

რისი იმედი უნდა ჰქონდეთ ქადიძეებს და მოიცდის თუ არა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ქვის ლოდი გაზაფხულამდე?

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში