''ვგმობთ, სირიის მიერ აფხაზეთისა და ''სამხრეთ ოსეთის'' დამოუკიდებლობის აღიარებას'' - აშშ-ის კონგრესისადმი წარდგენილი რეზოლუცია

08 თებერვალი 2019, 00:00 1218 ნახვა

აშშ-ის კონგრესს წარედგინა სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია. ამის შესახებ რეზოლუციის სპონსორმა, კონგრესმენმა ფრანცის რუნიმ ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი ოკუპირებას.

„საქართველო აშშ-ის სანდო პარტნიორია მშვიდობისა და დემოკრატიის გასავრცელებლად ევრაზიის რეგიონში“ – ნათქვამია რეზოლუციაში. „ვგმობთ რუსეთის ფედერაციის ვასალი სახელმწიფოს – სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას“ – აღნიშნულია რეზოლუციაში. რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს აშშ-სა და მისი პარტნიორების მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ექსპანსიის აღკვეთის საჭიროებაზე.

ამავე კატეგორიაში