მერაბ ბლადაძე უმაღლეს საბჭოში დეპუტატის სტატუსით მუშაობას ორშაბათს, რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრის შემდეგ შეუდგება. გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს. ბლადაძე „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს - ზაზა ოქუაშვილს ჩაანაცვლებს, რომელმაც უმაღლესი საბჭო საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
დღესვე დეპუტატებმა გენდერული თანასწორობის განხორციელების ღონისძიებათა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი რიგგარეშე სხდომაზე განიხილება.