აქცია სოფიო კილაძის გადადგომის მოთხოვნით

08 თებერვალი 2019, 00:00 1462 ნახვა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი დღეს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სოფო კილაძე  შეუფერებელია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობისთვის.

ბოლო მაგალითად კი 4 თებერვალს გამართულ საჯარო შეხვედრას ასახელებენ, ამბობენ, რომ  სოფიო კილაძემ საქმიანი რეპუტაციის, პიროვნული ღირსების შემლახავი მიმართვები და სიძულვილის ენა გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წევრების მისამართით. აქციას უერთდება 10 არასამთავრობო ორგანიზაცია. სოფიო კილაძე ამ პროტესტს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. 

ამავე კატეგორიაში