დატოვებენ თუ არა უმრავლესობას საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები?

08 თებერვალი 2019, 00:00 1460 ნახვა

დატოვებენ, თუ დარჩებიან - ეკა ბესელია და თავისი თანამოაზრეები ამ საკითხზე ჯერ ისევ ფიქრობენ. ისინი მოსამართლეების უვადოდ გამწესებაზე მორატორიუმის მხარდაჭერას ელოდებიან კოლეგებისგან. ამბობენ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი.

“ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატმა უკვე ღიად გამოხატა თავისი მხარდაჭერა ამ საკანონმდებლო წინადადებაზე, ნაწილი კი აცხადებს, რომ ჯერ უნდა გაეცნონ კანონპროექტს და გადაწყვეტილება სახელმწიფოსა და სასამართლო სისტემისთვის საკეთილდღეოდ მიიღონ. სწორედ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების საკითხი გახდა “ქართული ოცნების” შიგნით დაპირისპირების მიზეზი, რომელიც ამ დრომდე გრძელდება და შესაძლოა, გუნდის დაშლით დასრულდეს.

ამავე კატეგორიაში