საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი შეაფასა

09 თებერვალი 2019, 00:00 1171 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი შეაფასა. დავით ზალკალიანი განცხადებით საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით.მისი თქმით, აშშ-ს კონგრესში საინტერესო შეხვედრები გაიმართა, როგორც სენატორებთან, ისე კონგრესმენებთან. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აშშ-ში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან, ფიონა ჰილთან შეხვედრით დასრულდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ის მთავარი მოკავშირისა და პარტნიორის როლი, შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, ასევე მზაობა, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

ამავე კატეგორიაში