მაჭახლის ხეობა ჰესების წინააღმდეგ

09 თებერვალი 2019, 00:00 1904 ნახვა

მაჭახელაში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება და დღეს საპროტესტო აქციაც გაიმართა, მოსახლეობა მთავრობას თხოვს ჰესის მშენებლობაზე ნებართვა არ გასცეს. ხეობაში მცხოვრებლები ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. პროექტის განხორციელებას შპს  „მაჭახელა ჰესი“  გეგმავს, რომელიც „სილქროუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა. კომპანიიდან მიღებულ წერილში ნათქვამია, რომ მანამდე არსებული პროექტისგან განსხვავებით, მხოლოდ 1  ჰესი აშენდება.

ასევე ოფიციალური ინფორმაციით, პროექტი არ ითვალისწინებს კაშხლის არსებობას ანუ წყლის  რეზერვუარის მოწყობას, არამედ მიზნად ისახავს  მდინარის ბუნებრივ ჩამონადენზე მუშაობას. „სილქ როუდ ჯგუფში“ ირწმუნებიან, რომ ჰესი დაცული ტერიტორიისგან მოშორებით აშენდება. ხეობაში მოსამზადებელი სამუშაოები მოსახლეობის პროტესტის შემდეგ შეწყდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში