პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამრცელებლის სავარაუდო ვინაობა დადგენილია

09 თებერვალი 2019, 00:00 1639 ნახვა

 პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი მონაცემის გავრცელების საქმეზე FACEBOOK -ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს მოქალაქის სავარაუდო ვინაობა დაადგინა, რომელიც სომხეთის ერთ-ერთ ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბუბა ლომთათიძე - ის სარეგისტრაციო სახელით, სავარაუდოდ, სარგებლობდა საქართველოს მოქალაქე დ.ი, რომელმაც სოციალური ქსელის მეშვეობით იანვარში, ინტერნეტ-სივრცეში არაერთხელ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

ამავე კატეგორიაში