წლის აღმოჩენა გიორგი შველიძე და ზაზა ხალვაშის ფილმ“ნამეს“ დიდი წარამატება  

10 თებერვალი 2019, 00:00 2434 ნახვა

ფილმ „ნამეს“ ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. საიუბილეო მე-100 დაჯილდოება ლოს-ანჟელესში გაიმართა. წლის აღმოჩენის სექციაში გიორგი შველიძეს ორი კონკურენტი ჰყავდა. ოპერატორი   ჯოშუა ჯეიმს რიჩარდსი –  ფილმისთვის „მხედარი“ და ფრანკ ვან დენ იდენი – ფილმისთვის „გოგონა“ ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოებამ საუკეთესოდ ქართველი ოპერატორი დაასახელა.

რეჟისორ ზაზა ხალვაშის „ნამე“ არაერთი ფესტივალის გამარჯვებულია. ფილმის სიუჟეტი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში ვითარდება და ის მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამესა და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს.

ამავე კატეგორიაში