შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა

10 თებერვალი 2019, 00:00 1468 ნახვა

აჭარაში ყოფნისას შინაგან საქმეთა მინისტრმა ქობულეთის და ბათუმის პოლიციის განყოფილებები მოინახულა, გიორგი გახარიამ თანამშრომლებთან ერთად მიმდინარე რეფორმები განიხილა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კრიმინალურ პოლიციაში საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების ერთმანეთისგან გამიჯვნის მნიშვნელობაზე, ასევე გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში აჭარის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური ახალი ბალისტიკური სკანერით, დოკუმენტებისა და ხელნაწერების ექსპერტიზისათვის განკუთვნილი სპეციალური მიკროსკოპით აღიჭურვა.

ამავე კატეგორიაში