სემინარი ადვოკატებისთვის

10 თებერვალი 2019, 00:00 956 ნახვა

ორგანიზაციული და სტრატეგიული მენეჯმენტის საკითხებზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისთვის სემინარი გაიმართა. ევროპის საბჭოს ექსპერტმა ტრენინგზე ორგანიზაციული განვითარების ძირითადი ასპექტები და ინოვაციური მენეჯმენტის,  ასევე ორგანიზაციული კულტურის კუთხით არსებული პრობლემები განიხილა. 

სემინარის მეორე დღე ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული კულტურის ფორმირებაზე  საუბარს დაეთმო. ტრენინგი,  ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში, ბორჯომში ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში