ბათუმში ოლიმპიადა „ევერესტის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს

10 თებერვალი 2019, 00:00 2323 ნახვა

ბათუმში ოლიმპიადა „ევერესტის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს.  შეჯიბრებაში მონაწილეობას მეშვიდე და დაბალი კლასის მოსწავლეები ღებულობდნენ. ისინი სამი ტურის შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ. გამარჯვებულებს ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები, სიგელები  და სხვა ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით  წელს პირველად გამარჯვებულებმა საჩუქრები თავად აირჩიეს. ოლიმპიადა „ევერესტი“ პედაგოგმა და მათემატიკოსმა, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018“-ის ფინალისტმა დაჩი ნანობაშვილმა 2006 წელს დაარსა.

ამავე კატეგორიაში