ცემით მოკლული მსჯავრდებულის საქმეზე ბრალდებულმა თვითმკვლელობა სცადა

10 თებერვალი 2019, 00:00 1887 ნახვა

თბილისის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ, მსჯავრდებულმა თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაციას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის შოთა შანიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იგი სასწრაფო წესით ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სამედიცინო დაწესებულებაში მსჯავრდებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და სათანადო გამოკვლევები ჩაუტარდა.

ამავე კატეგორიაში