ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებთა პროტესტი

10 თებერვალი 2019, 00:00 8546 ნახვა

საპროტესტო აქცია ე. წ. ოცნების ქალაქში.  ყოფილი 25- ე სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებლები ითხოვენ, რომ მათი უფლებები მარინა ბერიძის ნაცვლად ნუგზარ ფუტკარაძემ დაიცვა. ირწმუნებიან, რომ მარინა ბერიძის გადაწყვეტილებით ისინი ბინით ყველაზე ბოლოს დაკმაყოფილდებიან. პოზიციას არ იზიარებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე იმ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელებს, რომელიც ოცნების ქალაქში მცხოვრებლების განცხადებებს ღებულობს.

უცნობია რომელი ოჯახები დაკმაყოფილდებიან პირველ ეტაპზე, საბუთების მიღება რამდენიმე თვე გაგრძელდება. სამუშაო ჯგუფმა ოცნების ქალაქში მცხოვრები 1727 ოჯახის მდგომარეობა უნდა შეისწავლოს.

ამავე კატეგორიაში