სუიციდის მცდელობის შემდეგ, მსჯავრდებული შოთა შანიძე ამ დრომდე კლინიკაში რჩება

10 თებერვალი 2019, 00:00 1860 ნახვა

სუიციდის მცდელობის შემდეგ, მსჯავრდებული შოთა შანიძე ამ დრომდე  ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება. მედიკოსები მისი ჯანმრთლობის მდგომარეობის შესახებ განმარტებებს არ აკეთებენ. შოთა შანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება უჭირთ ოჯახის წევრებსაც. მსჯავრდებულის მოსანახულებლად იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც შემდეგ ოჯახის წევრებს შეხვდა და მათზე დაყრდნობით ოჯახი აცხადებს, რომ შოთა შანიძის მდგომარეობა მძიმეა. მათივე თქმით პაციენტი მართვით სუნთქვაზე იყო.

ოჯახს შეკითხვები აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, რატომ გაიგეს ფაქტის შესახებ, მომხდარიდან 14 საათის შემდეგ, როგორ მოხდა სამელთვალყურეო კამერიან საკანში სიუციდის მცდელობა და რატომ არ იყო განსაკუთრებული უსაფრთხოების ნორმები გატარებული, როცა რისკის საშიშროება არსებობდა.  უფლებადამცველი ჯერ ფაქტის შესაძლო ვერსიებზე არ საუბრობს და მსჯავრდებულთან შეხვედრის  ელოდება.

ამავე კატეგორიაში