დაპირისპირება ლიეჟში - "კონგრესის სასახლეში" მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდება

10 თებერვალი 2019, 00:00 1579 ნახვა

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდება, ჟურნალისტებისა და ემიგრანტების ნაწილი არ შეუშვეს. მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი მძიმედ, ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. წიწაკიანი სპრეის გაშვების შემდეგ შეხვედრაზე შესულთა ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ემიგრანტების ნაწილი შენობის გარეთ შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართეს, პლაკატებით: შეეშვი საქართველოს. არა ნაცებს, არა ბოროტებას. ლიეჟში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთა შეხვედრაზე გიორგი სამუშიაც ჩაფრინდა, რომელიც საქართველოში წამების ბრალდებით იყო დაკავებული. გენერალურ პროკურატურაში ამბობენ, რომ გიორგი სამუშია ძებნილია. ლიეჟში ნაციონალური მოძრაობის წევრებიც გაემგზავრნენ. ბათუმის ორგანიზაციიდან რამდენიმე ლიდერმა და მხარდამჭერმა სარფის საზღვარი გვიან ღამით გადაკვეთეს.

ამავე კატეგორიაში