ახალშენის კულტურის სახლის პროექტში გამორჩენილი სახურავი და სარეპეტიციო დარბაზი  

11 თებერვალი 2019, 00:00 2946 ნახვა

ხარვეზები გამოავლინა აუდიტის სამსახურმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროგრამებში - საუბარია 2017 წელზე. აუდიტის მიერ დადგენილ ნაკლოვანებებს შორისაა არასათანადოდ შედგენილი პროგრამები, უხარისხო და დაბალი ხარისხის საპროექტო დოკუმენტაცია, მათ შორის სხვათაშორის იგულისხმება გამორჩენილი სახურავი და დარბაზი - მოკლედ მნიშვნელოვანი დეტალები.

დოკუმენტში ასევე საუბარია არაეფექტიან რეაგირებაზე, უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე, ასევე ტენდერების მიმართულებით გამოვლენილ ხარვეზებზე. ეს არასრული ჩამონათვალია იმ სქელტანიანი დოკუმენტიდან, რომელიც აუდიტის სამსახურმა გაასაჯაროვა. ამ თემასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა კითხვები გვქონდა ხელვაჩაურის მერთან. რამ გამოიწვია ჯუმბერ ვარდმანიძის გაღიზიანება, რომელმაც ჩვენი რეპორტიორი სიცრუეში დაადანაშაულა, ამას ნახავთ სიუჟეტში, ასევე გაიგებთ იმ პრობლემების შესახებ რაც წლების შემდეგაც რჩება და კვლავ მოუგვარებელია სოციალურ, საყოფაცხოვრებო, კულტურის, საბავშვო თუ სხვა შენობებში.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში