აფხაზეთს ახალი დე ფაქტო პრემიერის ჰყავს

05 აგვისტო 2016, 00:00 2585 ნახვა

დღეს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე ახალი ე.წ. პრემიერის ვინაობა დაასახელეს. აღნიშნულ პოსტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბესლან ბარციცი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე არტურ მიქვაბია შეცვალა, რომელიც საკუთარი განცხადების საფუძველზე რამდენიმე დღის წინ გადადგა მთავრობის მეთაურის პოსტიდან. როგორც არტურ მიქვაბია აცხადებდა, ის წავიდა იმიტომ, რომ მას საგადასახადო რეფორმების განხორციელების საშუალება არ მისცეს. ახალი ე.წ. პრემიერის დანიშვნას აფხაზეთში რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდნენ.

ამავე კატეგორიაში