გაცემული ნებართვა ზონალური საბჭოს წევრის სასარგებლოდ

12 თებერვალი 2019, 00:00 2215 ნახვა

საუკუნოვან სახლზე, რომელიც იმ ზონაში, მდებარეობს, სადაც რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელი ძეგლი  ერთდროულად არის განთავსებული, ორ სართულს დააშენებენ. დემეტრე  თავდადებულის 43 ნომერში მდებარე შენობის მფლობელი დავით ზოიძეა, რომელიც  ზონალური საბჭოს წევრია, ასევე ქალაქის ყოფილი მთავარი არქიტექტორი და მოქმედი მთავრობის თავმჯდომარის   მრჩეველი.  მის  სასარგებლოდ გაცემული ნებართვის გამო  ის თავს უხერხულად არ გრძნობს. 

ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილების ობიექტურობის დასამტკიცებლად კი ამბობს, რომ მას სანებართვო განხილვებში მონაწილეობა არ მიუღია. მშენებლობის იქ განხორციელებას, სადაც ახლოს ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი, აზერბაიჯანის საკონსულოს შენობა  და კიდევ ერთი ისტორიული სახლი მდებარეობს, კულტურული მემკვიდრეობის დამცველები  დანაშაულად აფასებენ. შენობის შეცვლილი იერსახე ქალაქის ურბანისტიკაზე გავლენას, რომ არ მოახდენს - ამას ნებართვის გამცემ უწყებებშიც ირწმუნებიან.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში