მოსამართლეების არჩევის წესი - იუსტიციის მინისტრის შეფასება

12 თებერვალი 2019, 00:00 1519 ნახვა

იუსტიციის მინისტრი ფიქრობს, რომ მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით საჯარო დებატები სამუშაო ფორმატში უნდა გადავიდეს. თეა წულუკიანი განმარტავს, რომ ამ პროცესში მთავრობას დამკვირვებლის პოზიცია აქვს.

ასევე ამბობს, რომ კონსტიტუციიდან გამომდინარე, სახეზეა  მწვავე პროცესი, სადაც იკვეთება მრავალი პროფესიული და პოლიტიკური ინტერესი, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, რაც დამანგრეველია.  განმარტავს, რომ  ყველა დაინტერესებული მხარე,  უმრავლესობა, ოპოზიცია, საბჭოს მოსამართლე თუ არამოსამართლე წევრები, თავად მოსამართლეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ერთი მაგიდის ირგვლივ უნდა დასხდნენ. მინისტრ წულუკიანის თქმით, უნდა გაიმართოს მსჯელობა კრიტერიუმებზე.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში