ყოფილ მაღალჩინოსნებს სახელმწიფო დაცვა ერთი წლით შეუნარჩუნდება

12 თებერვალი 2019, 00:00 1268 ნახვა

ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის დაცვით უზრუნველყოფა და ავტომობილით მომსახურება თანამდებობიდან წასვლის ან უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ მხოლოდ 1 წლით გახანგრძლივდება-შესაბამისი ცვლილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონში  შედის, რომლის მიხედვითაც სუს-ის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ ცვლილებათა პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით წარადგინა.

ცვლილებების თანახმად,  ექს-პრეზიდენტს, ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ დაცვა აღარ მოემსახურება, თუმცა რაიმე საფრთხის არსებობის საფუძველზე მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლოა დაცვით უზრუნველყოფა გაუგრძელდეთ. უფრო კონკრეტულად კი, ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა ერთი წელი შეუნარჩუნდება. გიორგი კვირიკაშვილს კი კიდევ 6 თვე.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში