''ოცნების ქალაქში'' 1700-მდე ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება - პრემიერი

13 თებერვალი 2019, 00:00 4464 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ე.წ. მუყაოს ქალაქში მცხოვრები 1700-მდე ოჯახისთვის კორპუსები აშენდება. 

მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ოცნების ქალაქში, სოციალურად დაუცველი და ეკომიგრანტი ოჯახები საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობენ. 

''ბათუმთან არსებობს დასახლება, რომელსაც ''მუყაოს ქალაქს'' უწოდებენ. ამ ტერიტორიზე ცხოვრობენ სოციალურ დაუცველები, მათ შორის ეკომიგრანტები აჭარის მაღალმთიანეთიდან. ისინი მძიმე, ხშირ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში კი ცხოვრობენ. აქედან გამომდინარე ჩვენ, აჭარის მთავრობასთან ერთად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. 1700-მდე ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება, იმავე ტერიტორიაზე'' - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ე.წ. ოცნების ქალაქში დაგეგმილი მშენებლობების შესახებ ცნობილი 6 თებერვალს გახდა. გადაწყვეტილების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.   

ამ ეტაპზე ე.წ. ოცნების ქალაქში ოჯახების აღწერა მიმდინარეობს. 

ამავე კატეგორიაში