სოფელ ახალშენში სალაძეების ოჯახის გამოსახლება გადაიდო

13 თებერვალი 2019, 00:00 3441 ნახვა

სოფელ ახალშენში სალაძეების ოჯახის გამოსახლება გადაიდო. მიზეზი ოჯახის ორი წევრის ჯანმრთელობის  მდგომარეობის გაუარესება გახდა. სალაძეები ითხოვენ დროს კრედიტორისთვის ვალის დასაფარად. ჰყვებიან, რომ  ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა კრედიტორ ელგუჯა გოგიბერიძის თავდებით ბანკიდან 18 000 ლარი გამოიტანა. ოჯახმა თანხის გადახდა ვერ შეძლო, რის გამოც თავდებმა იჩივლა, მოგვიანებით კი  სახლი აუქციონის წესით 13 500 ლარად იყიდა.

სალაძეები ირწმუნებიან, რომ ძირი თანხიდან 9 ათასი ლარი უკვე გადახდილია, კრედიტორი 76 ათასი ლარის გადახდას ითხოვს. სალაძეების ოჯახის გამოსახლების გადადების ეს მეორე შემთხვევაა. აღსრულების ბიურო გამოსახლების პროცესს 6 თვის შემდეგ ისევ  განაახლებს. მხარეების მოლაპარაკებების პროცესში უფლებადამცველი,    იპოთეკითა და ბანკით დაზარალებულებულთა ჯგუფის  ხელმძღვანელი ჩაერთვებიან.  

ამავე კატეგორიაში