8 მოსამართლე უვადოდ გამწესდა

14 თებერვალი 2019, 00:00 1749 ნახვა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა ორი საათი მიმდინარეობდა. ეს ის მოსამართლეები არიან, რომლებსაც სამწლიანი სამოსამართლეო საქმიანობის ვადა ამოეწურათ.  

საბჭოს თოთხმეტმა წევრმა დაუჭირა მხარი მოსამართლე  ეკა არეშიძის უვადოდ გამწესებას. შეგახსენებთ ეს ის მოსამართლეა, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე განიხილა.

უვადოდ გამწესდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი.  აქვე გეტყვით, რომ პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა 9 კაციანი ჯგუფის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერებას.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში