ხეების მოჭრას დენდროლოგიური პარკისთვის შერჩეული ხეების გადატანას უკავშირებენ

14 თებერვალი 2019, 00:00 2607 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში 10 ხე მოჭრეს - ამას ადგილობრივები დენდროლოგიური პარკისთვის ხის გადატანის სამუშაოებს უკავშირებენ. ამბობენ, რომ ხეები იმ გზასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოჭრეს, რომელიც გააფართოვეს - აცხადებენ, რომ გზის გაფართოვებისთვის სამუშაოებიც სწორედ ხის გატანის პარალელურად დაიწყო. დაჭრილია გადასატანად გამზადებული ერთი ხეც, რომელიც სავარაუდოდ გახმა.

ახლა სხვა ოთხ ხე-მცენარეს ამზადებენ ტრანსპორტირებისთვის. სოფო მაკარაძე ცდილობდა გაერკვია ვინ გასცა ხეების მოჭრის ნებართვა და იყო თუ არა ამ სოფელში გზის გაფართოვების საჭიროება, ან რა თანხა დაიხარჯა ამისთვის? 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში