თბილისში კა-2 კოეფიციენტების მომატება აღიკვეთება

15 თებერვალი 2019, 00:00 1605 ნახვა

"კოეფიციენტების მატება და კა-2 კოეფიციენტების გაყიდვა აღიკვეთება" თბილისის მერის ამ განცხადებას პირველი არხი ავრცელებს.

„რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში. ჩვენი დღის წესრიგია, დედაქალაქს შევუქმნათ სწორი განვითარების პირობები: ეს მოხდება გეგმაზომიერად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, წლების მანძილზე, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას, ქაოტური განაშენიანების პროვოცირებას.

მერიის ახალი მენეჯმენტი ერთ წელზე მეტია, რაც ოფიციალურად შევუდექით საქმიანობას, კა-2 კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს უდიდესი სიფრთხილით ვეკიდებოდით, თუმცა ეს ზვავის პრინციპით აგორებული პროცესი, წლების განმავლობაში ნაგროვები პრობლემის აღმოფხვრა, მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი, ამიტომ გადავწყვიტეთ, სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ კა-2 კოეფიციენტით მანიპულაციები. როგორი ინოვაციური და მასშტაბური პროექტებიც არ უნდა განვახორციელოთ მომავალში, იქნება ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია თუ გარემოზე ზრუნვა, ყველაფერი გაუფერულდებოდა, ამის პარალელურად ხელშეუხებლად დარჩებოდა წლების განმავლობაში მიმდინარე ურბანული ქაოსი. ეს გადაწყვეტილება არის დასაწყისი, ჩვენ ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ სამართლებრივ ჩარჩოს და უზრუველვჰყოფთ თბილისის სწორად განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა დარგის სპეციალისტებს და განსაკუთრებით სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართული იყვნენ კონსულტაციებში.

„მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სექტორისთვის ერთი შეხედვით შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ ეს გადაწყვეტილება მომგებიანი არ არის, სინამდვილეში არსებული ურბანული ქაოსი საერთო ჯამში მათ ბიზნესსაც აზარალებდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ თუ გულწრფელები ვართ საკუთარ ქალაქზე ზრუნვაში, თუ ერთსულოვნები ვართ გამოწვევების წინაშე, ნებისმიერი პრობლემა მოგვარებადია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აჭარაში კა2 კოეფიციენტს აჭარის მთავრობა გასცემდა 2018 წლამდე, ყოფილი თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კა2 კოეფიციენტს ( ზონაში დადგენილი მასშტაბზე 60% მაღალი სიმაღლი სმშენებლობის გაცემის ნებართვა) უკვე ბათუმის მერი გასცემს.  

რა არის კა2 კოეფიციენტი? 

ამავე კატეგორიაში