ხულოში, სოფელ პაქსაძეებში მგზავრთა მოსაცდელი ხეზეა მიმაგრებული

15 თებერვალი 2019, 00:00 3143 ნახვა

მოსაცდელების რეაბილიტაციას და ახლის მშენებლობას ითხოვენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში. ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მოსაცდელების ნაწილი ავარიულია, ნაწილში კი ანტისანიტარიაა.

მძიმე ვითარებაა მაგალითად სოფელ პაქსაძეებში სადაც, ხის მოსაცდელი კაკლის ხეზეა მიმაგრებული, დიდაჭარაში კი როგორც ჩანს მოსაცდელი წლების წინ გაკეთდა, გზა კი მოგვიანებით დააგეს, ამაღლებული გზის გამო კი დაბლა დარჩენილი მოსაცდელი ფაქტობრივად გამოუსადეგარია.

ამასთან, სოფლებში ამბობენ, რომ ხშირად მოსაცდელები არასწორ ადგილებშია განთავსებული. აქვს თუ არა ხულოს მერიას ამ კონკრეტულ სოფლებში მოსაცდელების განახლებისთვის თანხა ბიუჯეტში გათვალისწინებული? ამას ლენა მამულაძე არკვევდა...

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში