მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენცია

15 თებერვალი 2019, 00:00 1541 ნახვა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. იგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს. თემატური დისკუსიები აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და ნატო-ს ეხება.

კონფერენციის დაწყებამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა რომ, საქართველო ყოველთვის არის რუსეთთან გამართული ნებისმიერი შეხვედრისას დღის წესრიგში. პარალელურად მიმდინარეობს ორმხრივი შეხვედრები - ცნობილი გახდა რომ საქართველო აშშ-თან ახალ მემორანდუმს და 5-წლიან ჩარჩო შეთანხმებას გააფორმებს. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

პარალელურად სენატორები მიმართავენ აშშ-ის პრეზიდენტს, საჯაროდ მოსთხოვოს რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სეპარატისტების მხარდაჭერა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში