ქედაში სამედიცინო პუნქტის ექიმებს დაბალი ანაზღაურება აქვთ - ქედის მერის ანგარიში

16 თებერვალი 2019, 00:00 1555 ნახვა

ქედის მერმა  ერთ წლიანი მუშაობის ანგარიში მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მრჩეველთა საბჭოს წევრებს ჩააბარა. დაისვა შეკითხვები, იყო შენიშვნები და რჩევები, რომელიც ძირითადად ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და თანამშრომელთა გადამზადებას ეხებოდა. ისაუბრეს თემის სამედიცინო პუნქტის ექიმის დაბალ ანაზღაურებაზეც.

ლევან გორგილაძის თქმით, გასული ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით. ქედის მერი საუკუნის პროექტად აფასებს გაზიფიცირებას.  მერთან ერთად დღეს ანგარიში საკრებულოს თავმჯდომარემაც ჩააბარა.

ამავე კატეგორიაში