ქობულეთში მოსახლეობა მრავალწლოვანი კედარის მოჭრას ითხოვენ

17 თებერვალი 2019, 00:00 1525 ნახვა

ქობულეთში აღმაშენებლის გამზირზე, სკვერში მოსახლეობა მრავალწლოვანი კედარის მოჭრას ითხოვენ.  მოქალაქეები ამბობენ , რომ დაახლოებით 25 მეტრიანი ხე გამხმარია და  საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ქარის დროს ხე ირყევა და ტოტები ცვივა. ხის მოჭრას  მისი ზომის გამო სპეციალური ტექნიკა სჭირდება, რომელიც  ქობულეთის გამწვანების სამსახურს არ ჰყავს. სამსახურის  დირექტორი  ირწმუნება, რომ უახლოეს დღეებში  ტექნიკას იქირავებენ და ხეს მოჭრიან.

ამავე კატეგორიაში