ე.წ. ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

18 თებერვალი 2019, 00:00 1397 ნახვა

მთავრობამ პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვით, დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. საკითხის ინიცირება დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდება. ამ მიმართულებით სისხლის სამართლის კოდექსს სპეციალური მუხლი ემატება.

პროექტის თანახმად, დასჯადი ხდება წინასწარი შეცნობით დავის უკანონო განხილვის, გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს შეკრების მონაწილის მხრიდან ძალადობა, იძულება, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა. აღნიშნული დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთ წლამდე. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.

ამავე კატეგორიაში