ხულოს მუზეუმის ტექნიკური ბაზა განახლდა

18 თებერვალი 2019, 00:00 1719 ნახვა

ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ბოლო წლებში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა. ახალი ტურისტული სეზონისთვის დაწესებულებაში  მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაუმჯობესდა.  

დაემატა ახალი ექსპონატებიც. საუკუნის ისტორიის მატარებელი ნივთები დაწესებულებას ადგილობრივებმა გადასცეს. მუზეუმში დაცულ რელიქვიებს უცხოენოვანი წარწერებიც გაუკეთდა. 

ამავე კატეგორიაში