აუცილებელია, ქართულ დიასპორას საქართველოს პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავდეს - სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2019, 00:00 1343 ნახვა

საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური შეხვედრის ნაწილი დღეს დაიწყო, სალომე ზურაბიშვილი დღეს ფრანგ კოლეგას და სენატის  პრეზიდენტს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი გუშინ ქართველ სტუდენტებს შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, უცხოეთში მცხოვრები სტუდენტები და დიასპორის წარმომადგენლები საქართველოს მნიშვნელოვან და ნაწილს წარმოადგენენ და მათ ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. სალომე ზურაბიშვილი დაინტერესდა რა პრობლემები ექმნებათ ქართველ სტუდენტებს უცხოეთში სწავლისა და ცხოვრებისას. შევხედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდა, სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოვიდა. პრეზიდენტის აზრით, აუცილებელია, ქართულ დიასპორას ჰყავდეს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. და საჭიროა, დიასპორის წარმომადგენლების მეტად ჩართულობა ქართული კულტურის სფეროში. 

ამავე კატეგორიაში