ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

18 თებერვალი 2019, 00:00 1935 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ადვოკატის განცხადებით, დედისა და 8 წლის გოგონას ჩვენებებს შორის წინააღმდეგობაა.

28  წლის მამაკაცი რამდენიმე დღის წინ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. საქმე ეხება 8 წლის გოგონას დედის განცხადებას, რომლის თანახმადაც მისი შვილის მიმართ, ერთ-ერთ სასტუმროში მამაკაცი გარყვნილი ქმედების ჩადენას ცდილობდა, რომელიც ამავე სასტუმროს მეპატრონეა. საქმეში სახალხო დამცველის წარმომადგენლები სოციალური სააგენტო და ფსიქოლოგები არიან ჩართული. ბრალდებული უკრაინის მოქალაქეა და საქართველოში რამდენიმე წლის წინ სამუშაოდ ჩამოვიდა.

ამავე კატეგორიაში