დაზიანებული გზა სოფელ ირემაძეებში

18 თებერვალი 2019, 00:00 1797 ნახვა

სოფელი ხულოში, სადაც გადაადგილება სახიფათოა. დაზიანებული გზების გამო მოსახლეობა ავტომობილების გამოყენებას ვერ ახერხებს და ზამთრისთვის შეშას საკუთარი ძალებით ეზიდებიან.

სოფელ ირემაძეებში ზოგიერთ მონაკვეთზე კი მეწყერი რამდენიმე წლის წინ ჩამოწვა, თუმცა ადგილი არც გეოლოგებს შეუსწავლიათ და არც ფერდსამაგრი სამუშაოები ჩატარებულა, რადგან მერიას ამის საჭიროება არ დაუნახავს. მოსახალეობა დახმარებას ხელისუფლებას თხოვს, მოხვდება თუ არა სოფელი ინფრასტრუქტურული პროგრამების ნუსხაში ამ ეტაპზე უცნობია.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში