ამ დრომდე ღიაა რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის საკითხი 

18 თებერვალი 2019, 00:00 2097 ნახვა

როდის დასრულდება მშენებლობა და როდის აღიჭურვება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო -  მშენებლობის დარღვეული ვადებისა და აღჭურვისთვის ბიუჯეტში თანხის გაუთვალისწინებლობის გამო ექიმები ამ კითხვას რამდენიმე თევა აქტიურად სვამენ. გამოთქვამენ ეჭვს, რომ საავადმყოფო გასასხვისებლად, ან იჯარით გასაცემად მზადდება, რასაც უარყოფენ ცენტრალურ და ადგილორბივ მთავრობაში.

ჯერ კიდევ შარშან ამბობდა, დავით სერგეენკო, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფო მართვაში არსებული ეტალონური საავადმყოფოების სიაში იყო და ამ საკითხის ირგვლივ მეტი დეტალი ცნობილი გასული წლის ბოლოს, ან მაქსიმუმ იანვარში გახდებოდა. ჯენი კვანტალიანი არკვევდა - რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე ცენტრალური ე.წ. სანიმუშო საავადმყოფოების ქსელის ჩამოყალიბება, რატომ არ გადაწყდა ამ დრომდე რესპუბლიკური საავადმყოფოს აპარატურითა და ინვენტარით აღჭურვის საკითხი და რა იყო მთავარი გარემოებები რის გამოც მშენებლობა წლების განმავლობაში გაჭიანურდა და პროექტში ცვლილებები შევიდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში