ჩაქვის სახელოვნებო სკოლა სამი წელია შენობის გარეშეა

18 თებერვალი 2019, 00:00 1619 ნახვა

სახელოვნებო სკოლისთვის ადგილის გამოყოფას ითხოვენ ჩაქვში - 75-მა მოსწავლემ და მასწავლებლებმა, ინსტრუმენტებთან ერთად ადგილი ბოლო სამ წელიწადში მეორედ შეიცვალეს. ამორტიზებული ხის შენობიდან საბოლოოდ ბინა პირველ საჯარო სკოლაში დაიდეს, თუმცა აქ სხვა პრობლემას წააწყდნენ. ქობულეთის სახელოვნებო სკოლის ჩაქვის განყოფილება დისკომფორტის და გადაადგილებით დაზიანებული ინსტრუმენტების საკითხის მოსაგვარებლად კულტურის ყოფილ სახლში ითხოვს სივრცის გამოყოფას.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში