გადავადდება თუ არა 2024 წლამდე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა - დეპუტატები ინიციატივაზე დღეს იმსჯელებენ

19 თებერვალი 2019, 00:00 1276 ნახვა

დღეს, 19 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში მოსამართლეების უვადოდ გამწესების გადადების ინიციატივაზე იმსჯელებენ.  9 დეპუტატის პროექტს, რომელიც იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დაარეგისტრირა, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადადებას გულისხმობს. 

დეპუტატებმა კანონპროექტს კენჭი პირველი მოსმენით უნდა უყარონ. თუ ინიციატივა საკმარის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მაშინ კანონპროექტის ავტორები საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება აანონსებენ. 

‘’ფაქტია ის, რომ საზოგადოება არის ერთ მხარეს. ჩვენ გამოვხატავთ ინიციატივას, რაც საზოგადოების უმრავლესობას მოწონს და ითხოვს. მეორე მხარეს დგას იუსტიციის საბჭო თავისი ინტერესებით. საბჭოს უმრავლესობა და არა ყველა, ასევე კომიტეტის ეს ნაწილი’’ - განაცხადა ეკა ბესელიამ, რომელმაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, მისი მტკიცებით, მმართველ პარტიასთან მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკთხზე შეუთანხმებლობის გამო დატოვა. 

​უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ რაც არ უნდა კეთილშობილი მიზნები გვქონდეს, ამ მიზნებამდე უნდა ვიაროთ კანონიერი გზით. "ძალიან სამწუხაროა ის, რომ შარშან ერთხმად დავუჭირეთ მხარი კანონს, მხარდამჭერებს შორის იყვნენ ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძემ და ა.შ. ეს ადამიანები იყვნენ მოსამართლეების უვადო დანიშვნის ინიციატორები და დღეს აბსოლუტურად განსხვავებული არგუმენტებით აქვთ, რომელიც კონსტიტუციიდან არ გამომდინარეობს’’ - აცხადებს დეპუტატი მამუკა მდინარაძე. 

ამავე კატეგორიაში