ძველ ბათუმში, გამორჩეული არქიტექტურის მქონე ძეგლზე მანსარდს დააშენებენ

19 თებერვალი 2019, 00:00 2513 ნახვა

ძველ ბათუმში, გამორჩეული არქიტექტურის მქონე ძეგლზე მანსარდს დააშენებენ - თანხმობა ძეგლების საბჭომ უკვე გასცა. იყვნენ მოწინააღმდეგეები არგუმენტებით, თუმცა მომხრეები მფლობელის მიერ წარდგენილ დასკვნას დაეყრდნენ, რომელიც ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშილმა მოამზადა. მან ძეგლზე მანსარდის აშენება დასაშვებად მიიჩნია. ფაქტს არა დაშენებას, არამედ ისტორიული ძეგლის აღდგენა-რესტავრაციას უწოდებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. უფრო მეტიც საბჭოს თავმჯდომარემ დაწერა ფეისბუქში, რომ ეს არსებულ მანსარდში სამერცხლულის (ფანჯრის) მოწყობაა. ამაში მას  არ ეთანხმებიან და აპროტესტებენ ძველი და ისტორიული ბათუმის დამცველები.

ამბობენ, რომ ძეგლს უსაფუძვლო ჩარევებისგან კანონი იცავს.  ძეგლზე მანსარდის აშენების გარდა, იგეგმება ეზოში არსებული ფლიგელის დანგრევაც, სადაც ოჯახები რთულ პირობებში ცხოვრობენ. ეზოში მდგარ ამორტიზებულ სახლს სამსართულიანი შენობით ჩაანაცვლებენ. ცნობისთვის, ეს ობიექტი 2010 წელს, ანუ წინა ხელისუფლების დროს 1 ლარადაა გასხვისებული. „მთავარი“ დაუკავშირდა მფლობელს, რომლმაც გვითხრა რომ გეგმებთან დაკავშირებით ჩვენს შეკითხვებს ხვალ უპასუხებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში